ნინო თანდილაშვილი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა და სხვადასხვა სექტორული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ბრიუსელში, საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა (DG NEAR) და სხვადასხვა სექტორული სამსახურის (DG) წარმომადგენლებთან შეხვედრებში მონაწილეობდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნინო თანდილაშვილმა კონსულტაციები გამართა სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დირექტორატების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.

„შეხვედრების ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პროგრესის შესახებ სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით არსებულ შედეგებზე.

ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ეროვნული კანონმდებლობისა და სისტემების ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება და ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების ვიზიტი საქართველოში მეტი სექტორული და ინსტიტუციური დაახლოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

საქართველოს უწყებათაშორის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ხელმძღვანელობდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“