სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ

სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები, ედუარდ ჰეგერი, რობერტ გოლობი და ანდრეი პლენკოვიჩი უკრაინაში ჩავიდნენ, - ინფორმაციას გამოცემა Европейская правда ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ სამიტში, რომელიც ბუჩას გათავისუფლების წლისთავის ეძღვნება.

სლოვაკური მედიის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს თავდაცვის მინისტრი, იაროსლავ ნადიც ახლავს თან. სლოვაკეთის ოფიციალური პირები კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ.

უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით ჩასული სლოვენიის პრემიერი, რობერტ გოლობი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი სურვილია, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება დაადასტურონ“.

Европейская правда წერს, რომ დღეს უკრაინა ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუც მიიღებენ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო