ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობისთვის მოხალისეების შერჩევა იწყება.
ილიაუნის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია, რომელსაც სურს, საკუთარი თავი გამოცადოს მრავალფეროვან გარემოში, გაეცნოს მსოფლიოში ყველაზე დიდ სათემო ორგანიზაციას და თავისი პროფესია მოარგოს თანამედროვე ტექნოლოგიურ საჭიროებებს.
„წარმომადგენლობის მიზანია, სტუდენტებს სხვადასხვა უნარი განუვითაროს და შექმნას საზოგადოება, რომელიც საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას ხელს შეუწყობს.
მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3yV4T4v
ბოლო ვადა: 31 მარტი
მოხალისეებს შეარჩევენ გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუკავშირდებიან 2 აპრილის ჩათვლით.
Startup Grind, სტარტაპების ყველაზე დიდი სათემო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს დაარსდა სან ფრანცისკოში, აერთიანებს 5 მილიონ წევრს და მსოფლიოს 125 ქვეყნის 600 „ჩეფთერს“. ორგანიზაციის მიზანია განათლების, კავშირებისა და შესაძლებლობათა შექმნით სტარტაპებს დაეხმაროს მასშტაბირებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – tiko.m@startupgrind.com“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.