„თიბისი“ - ციფრულ ბანკში რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა

„თიბისის“ ინფორმაციით, ციფრულ ბანკში რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის, რომ „თიბისის“ მომხმარებელი გახდე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „თიბისის“ ციფრულ ბანკს უკვე 800,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„პირველ რიგში, მობილურ ტელეფონში გადმოწერეთ „თიბისის“ აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე iOS - ის მომხმარებელთათვის. შემდეგ, დაიწყეთ რეგისტრაცია ციფრულ ბანკში, რომლის გასავლელად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის პროცესის გავლა დამოუკიდებლად და სრულად დისტანციურადაა შესაძლებელი. საკმარისია, მიუთითოთ პირადი მონაცემები, გადაიღოთ ფოტო, შეავსოთ დამატებითი ინფორმაცია და სულ ესაა. რეგისტრაციის გავლისთანავე, ფილიალში მისვლის გარეშე, სხვადასხვა საბანკო მომსახურებით, „თიბისის“ ციფრული ბანკიდან ისარგებლებთ.

„თიბისის“ ციფრული ბანკი უკვე 800,000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება უმოკლეს დროშია შესაძლებელი. „თიბისი“ განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის.

გახდი „თიბისის“ მომხმარებელი მარტივად: https://link.tbc.ge/Onboarding“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს