ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ბადრი ესებუა არ ესწრება

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრება.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბადრაგის სამსახურმა სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომ დღევანდელ პროცეს ბადრი ესებუა არ დაესწრება, მიზეზი უცნობია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბადრი ესებუას ადვოკატმა ხათუნა ჯანაშიამ შუამდგომლობა დააყენა და სხდომის გადადება მოითხოვა.

„მან ადრე განაცხადა, რომ ყველა პროცესს დაესწრებოდა. წარმოდგენილი განცხადება ორაზროვანია, არ არის გარკვეული არ ესწრება, თუ ვერ ესწრება. იმისათვის, რომ არ დაირღვეს ბრალდებულის უფლებები, სწორედ ამიტომ ვშუამდგომლობ პროცესის გადადებას”, - აღნიშნა ხათუნა ჯანაშიამ.

თავის მხრივ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ოქმით, რომელიც მოსამართლემ წარმოადგინა არ ირკვევა ბადრი ესებუას ამ კონკრეტულ პროცესზე არ სურს დასწრება, თუ ზოგადად ყველა დანარჩენ პროცეს არ დაესწრება და თანახმაა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, თუ დღეს გარკვეული მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა.

„ამ ოქმში მიზეზი არ ჩანს, მაგრამ ისე გავაგრძელოთ ამ საქმის განხილვა, რომ ბრალდებულის უფლებები მაქსიმალურად იქნეს დაცული და არ დაირღვეს“, - განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ამასთან, სასამართლო მოუსმენს ბრალდების მხარეს მოწმეებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის