ალექსანდრე ლუკაშენკო ზელენსკის - არსებობს კონფლიქტის შეჩერების ერთადერთი გზა: მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე - რატომ აწერ ხელს ამ განკარგულებას, რომელიც მოლაპარაკებებს გამორიცხავს? რისი დემონსტრირება გსურს?

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე.

"დღეს არის უნიკალური, განსაკუთრებული მომენტი, რომელიც არ იქნება არც რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის და არც მსოფლიო ისტორიაში. არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა - რა უნდა გაკეთდეს. ყველას გესმით და იცით, არსებობს მხოლოდ ერთი გზა - მოლაპარაკებები, მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე“, - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც ქვეყნის პარლამენტს და ბელარუს ხალხს მიმართა.

ამასთან, მან გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებებს გამორიცხავს.

"რა საოცრებაა. სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ხელს აწერს განკარგულებას, რომელიც კონკრეტულად მას ეხება და საკუთარ თავს უკრძალავს სამშვიდობო მოლაპარაკებას. უბრალოდ სასაცილოა - გეუბნებით, როგორც პრეზიდენტი. თუ არ გინდა მოლაპარაკება - ნუ გამართავ. რატომ აწერ ხელს ამ განკარგულებას? რისი დემონსტრირება გსურს ამით?“ - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა