„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ერთ-ერთი მხარდამჭერია ფოთელი ჟურნალისტისა და თანამედროვე ცეკვის მკვლევრის, ხათუნა მზარელუას წიგნის “კაფე მიულერში" (წერილები ცეკვაზე), რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, წიგნში ასახულია ისტორიული მნიშვნელობის მქონე 17 ქორეოგრაფიული დადგმა, რომელთა საშუალებითაც ავტორი ცეკვის ხელოვნების განვითარების გზას გვიჩვენებს, ცეკვასა და ლიტერატურას შორის კავშირს და შემოქმედებითი პროცესების მრავალფეროვნებას.
ხათუნა მზარელუას თქმით, "კაფე მიულერში" განკუთვნილია მოცეკვავეებისთვის, ქორეოგრაფებისთვის და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
,,ჩემს წიგნს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მხარდამჭერი ჰყავდა. დიზაინისა და დაკაბადონების პროცესი სხვებთან ერთად უზრუნველყო ეიპიემ ტერმინალს ფოთმა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო,“- განაცხადა ხათუნა მზარელუამ.