იენს სტოლტენბერგი - ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება

ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ნატო-ს 30-ვე მოკავშირემ განახორციელა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინეთი ბევრ სარგებელს მოუტანს ალიანსს.

ამასთან, სტოლტენბერგმა ოპტიმიზმი გამოხატა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით.

„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის განაცხადის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესში იქნება. მოუთმენლად ველი, რაც შეიძლება მალე მივესალმო შვედეთს, როგორც ნატო-ს ოჯახის სრულუფლებიან წევრს“, - დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს. ის ნატო-ს წევრი ბოლო, 30-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის