გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს პარტნიორი, ფრანკოფონიის თვის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში ყოველწლიურად მონაწილეობს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტების მიერ მომზადებულმა თემამ - „არტიკლები ფრანგულში“, ჟიურის სიმპათია დაიმსახურა, რისთვისაც მათ სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
„მიმდინარე წლის 24 მარტს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სამი სტუდენტი - სალომე ონეზაშვილი, კესო მანჩხაშვილი და მარიამ ბასილაძე, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს პროექტში „შექმენი თამაში ფრანგული ენის შესასწავლად“ მონაწილეობდნენ. მათმა თემამ მოწონება დაიმსახურა და მათ სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
უნივერსიტეტი ულოცავს პირველკურსელებს ამ წარმატებას!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.