თსუ-ში რევაზ სირაძის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი ფილოლოგისა და ლიტერატურათმცოდნის, რევაზ სირაძის თხზულებათა ოთხი ტომის პრეზენტაცია გაიმართა.

თსუ-ს ინფორმაციით, ოთხტომეული, რომელიც რევაზ სირაძის თხზულებების სრულ კრებულს მოიცავს, „ილიას ფონდის“ ორგანიზებით გამოიცა.

მათივე ცნობით, პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, რევაზ სირაძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ჯაბა სამუშიას თქმით, რევაზ სირაძის ნაშრომებმა ახალი სიტყვა თქვა სამეცნიერო სივრცეში.

„ილიას ფონდმა“ მნიშვნელოვან გამოცემას ჩაუყარა საფუძველი. რევაზ სირაძემ სრულიად განსხვავებული ელემენტი შემოიტანა კვლევაში. ცნობილი მეცნიერების ღვაწლის წარმოჩენა აუცილებელია. ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცეში გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი მასალა, რაც ჩვენს სტუდენტებს იმ ადამიანებს გააცნობს, ვინც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, გამოცემის პრეზენტაციაზე თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული რევაზ სირაძის სადოქტორო დისერტაცია და სხვადასხვა წელს გამოცემული ნაშრომები იყო წარმოდგენილი.

„ბატონმა რევაზ სირაძემ მთელი შეგნებული ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა - იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილი და შემდგომ მასწავლებელი უნივერსიტეტში. მან მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მეცნიერებაში“, - აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზურაბ გაიპარაშვილმა.

რევაზ სირაძის ოთხტომეული პროექტის „პრემია საგურამოს ბიბლიოთეკა“ ფარგლებში გამოიცა. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ანდრო ბედუკაძე.

რევაზ სირაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, 1978 წლიდან კი უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის ავტორი ნაშრომებისა: „ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან," „ლიტერატურულ–ესთეტიკური ნარკვევები," „ქართული ჰაგიოგრაფია," „სახისმეტყველება," „კულტურა და სახისმეტყველება."

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის