ანა დოლიძე სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, პარტია საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით თბილისის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ თბილისის საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უნდა დააფინანსოს.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო კვლევებით ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელსაც მოსახლეობის 40% ასახელებს არის ფასების ზრდა. ფასების ზრდა ყველაზე უარყოფითად მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე და განსაკუთრებით ბავშვებზე მოქმედებს. ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით ბოლო წელს ძალიან ცუდი მონაცემები გვაქვს. 28%-ით გაიზარდა სოციალურ დაუცველთა ბაზაში იმ ოჯახების მონაცემები, სადაც ბავშვები არიან, ანუ სოციალურ დაუცველთა შორის 28%-ით მეტი ბავშვები არიან. ფაქტობრივად, ეს არის გამოუვალი ვითარება, მატერიალური თვალსაზრისით, დღეს დღეობით საქართველოში 50 000 ბავშვი იმყოფება. აუცილებლად მინდა ვახსენო, რომ უკეთესი ვითარება ამ ქვეყანაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არ ყოფილა. ეს მათთვის, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი კამპანია ორ პოლუსიანობის ჭრილში გადაიტანოს.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში უზრუნველვყოთ და ამით მაინც შევამციროთ ის წნეხი, რაც ბავშვებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით მოდის. ამასთან მიმართებით პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროს უკვე მოვთხოვეთ და ვფიქრობთ, რომ თბილისის მერიამ, თბილისის ბიუჯეტმა თბილისის საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უნდა დააფინანსონ. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომლის რაოდენობაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთი პროცენტია“, - განაცხადა ანა დოლიძე.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება