იაგო ხვიჩია - მთავარი დასავლური ნაბიჯი პრეზიდენტისგან იქნება შეწყალების ეფექტურად გამოყენება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ

მთავარი დასავლური ნაბიჯი პრეზიდენტისგან იქნება შეწყალების ეფექტურად გამოყენება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს მოხსენებაში სწორი აქცენტები ჰქონდა, თუმცა მხოლოდ განცხადებების იმედად ყოფნა საკმარისი არ არის და ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისგან ქმედებებია საჭიროა.

„პრეზიდენტის გამოსვლა ხელისუფლების მისამართით უპრეცედენტოდ კრიტიკული იყო. ვფიქრობ, სიტყვის შეფასების თვალსაზრისით, ამ გამოსვლას პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ დიდი ხანია მხოლოდ სიტყვების იმედად ვართ, საჭიროა საქმე, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისგან, როგორიც არის პრეზიდენტი. ამიტომ მოვუწოდეთ, ეფექტურად გამოიყენოს შეწყალების დისკრეცია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი პატიმარია, რომელიც ციხეში უკანონოდ ზის, არც ერთ ევროპულ ტრადიციებში არ ჯდება მათი ციხეში ჯდომა. კონკრეტული გადაწყვეტილებაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, რომელიც არ სრულდება. მას ვუთხარით, რომ მთავარი დასავლური ნაბიჯი მისგან იქნება შეწყალების ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენება იმ ადამიანებზე, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ. თუ ამას დაინახავს მართლმსაჯულების სისტემა, რომ პრეზიდენტი მას ასეთი ფორმით ებრძვის, მოუწევს საკუთარი პრაქტიკის ცვლილება, ასეთი ნაბიჯი იქნება მისგან ყველაზე მძლავრი, რაც მან შეიძლება პრეზიდენტობის ბოლო წელს გააკეთოს.

ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ ბევრად მეტი გააფუჭა, ვიდრე ოპოზიციამ, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის გამოეხმაურა იმ ამბავს, რაც ხელისუფლების გაფუჭებულია და რაც მას ყველაზე მეტად აწუხებს, რადგან მისი პოზიცია დასავლურია მთელ ამ პროცესში და აკრიტიკებს ხელისუფლებას“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა