ჟოზეფ ბორელი - ევროპა მზადაა, უკრაინის გამო ტაბუ დაარღვიოს

ევროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა Der Standard-ს განუცხადა.

"საკუთარი თავის დასაცავად და რუსი აგრესორის მოსაგერიებლად, უკრაინას არა მხოლოდ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, რადგან იარაღი უსარგებლოა ჭურვების გარეშე", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ტაბუ დაარღვიოს.

”ევროკავშირმა აჩვენა, რომ ესმის, რაზეა საუბარი და რომ ის მზად არის, დაარღვიოს ტაბუ, საჭიროების შემთხვევაში. ერთი წლის წინ, ჩვენ დავაფინანსეთ ლეტალური სამხედრო ტექნიკის პირველი მიწოდება ქვეყანაში, რომელსაც თავს დაესხნენ. შემდეგ, შემოდგომაზე დავიწყეთ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები ჩვენს მიწაზე და ახლა კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს ვდგამთ: ერთად ვმუშაობთ, რათა უკრაინას მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, რომელიც მას ასე სჭირდება“, - განაცხადა ბორელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის