კახა კალაძე - ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი და წარმატებული, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები

ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი და წარმატებული, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„32 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე, საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და ამით განსაზღვრა ჩვენი სამშობლოს ბედი და ქართველი ხალხის მომავალი.

ჩვენი ხალხის ურყევი ნება - საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება და ფუნდამენტია.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა. ეს გამარჯვება ჩვენი გმირი წინაპრების თავგანწირული ბრძოლის შედეგია, თუმცა გამორჩეულად დიდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წვლილი, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.

ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი და წარმატებული, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები“, - წერს კახა კალაძე.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება