ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებთან, ედუარდ ჰეგერთან, რობერტ გოლობისა და ანდრეი პლენკოვიჩთან და მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდა, სადაც ერთი წლის წინ ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერები კიევში ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა