მაია ომიაძე იმერეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე რეგიონებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაია ომიაძემ იმერეთში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებთან რეგიონში ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და იმერეთის ტურისტული შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრა იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ჩართულობით გაიმართა.

„ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ. კომპანიები და სასტუმროები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თუ რა ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე იმერეთის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თამარ ყორიაული ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება