„აპრილი - წიგნის ჩუქების თვე“ – „ბიბლუსი ჯგუფი“ ვირუსულ კამპანიას იწყებს

მსოფლიო 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავს, საქართველოში კი წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდ ქსელს „ბიბლუსს“ სურს, მთელი თვე, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ აქციოს. ამ იდეის განსახორციელებლად უკვე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, CSR პროექტი, ვიზიტი, ღონისძიებები და პროექტები, რომლებიც წიგნის ჩუქების წახალისებას ისახავს მიზნად. აქტივობები დაგეგმილია სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, სკვერებსა და თეატრებში. აპრილის თვეში კომპანია უამრავ ადამიანს უმზადებს მოულოდნელ სიურპრიზს. „ბიბლუსის“ მიზანია, კამპანია გახდეს ვირუსული და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს წიგნის ჩუქებით და ზოგადად, წიგნის კითხვით.

„ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ კომპანია წიგნის პოპულარიზაციის ზრდაზე აქტიურად მუშაობს.

„გვინდა წიგნის ჩუქების დღე, 23 აპრილი წიგნის ჩუქების თვედ ვაქციოთ. მოგეხსენებათ, „ბიბლუსი ჯგუფის“ საქმიანობის და სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი წიგნის პოპულარობის ზრდაა. ჩვენი დევიზიც ამაზე მიგვანიშნებს - „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“. ამ მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა საინტერესო პროექტი ხორციელდება. წელსაც დაგეგმილია კრეატიული და ვირუსული კამპანიები, უამრავი სიურპრიზი და საინტერესო აქტივობები. ამასთან, „ბიბლუსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, არაერთ CSR აქტივობას გეგმავს,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ 1923 წელს გამოცხადა. 23 აპრილი ცნობილი მწერლების უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღებია. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა