პროკურორი - ბრალდებული ადასტურებს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას

ბრალდებული ადასტურებს ფაქტს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, საქმეზე მოპოვებულია ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ასაბუთებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ვინაიდან სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე, სახეზე იყო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. აღნიშნული საფრთხეები სასამართლომ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა", - აღნიშნა თამარ იაკობიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა