პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია - ჩვენ ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია

ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირმა, ნათლად აირჩია მხარე და მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია.

“[ევროკავშირთან დაახლოების] ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამას დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებია.

ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია. სრულიად გვესმის საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის რამდენიმე ომი, ბოლო 2008-ში, გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% საქართელოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი