გიული ალასანია სააკაშვილზე - მითხრა, რომ წნევა ჰქონდა 140/100-ზე

არავითარი ინფორმაცია და არც იმედი არა მაქვს, რომ ვინმე პოლონელ ექიმებს შემოუშვებს, რადგან როგორც ჩანს, არის დასამალი რაღაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა მის ორგანიზმში არსებული მძიმე მეტალებია, თუმცა ამას „ვივამედის“ ექიმები უარყოფენ.

„მითხრა, წნევა მქონდა 140/100-ზეო. რა ვიცი, რა გითხრათ, კარგი არაფერი არ არის. რაღაც მედიკამენტებს აძლევენ, რას ზუსტად არ ვიცი. მთავარი მისი პრობლემა რაცაა, ესაა მძიმე მეტალები, რომელიც არის მის ორგანიზმში, ამას ეს ექიმები უარყოფენ, აქედან გამომდინარე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არ აკეთებენ დეტოქსიკაციას. არც სწამთ საერთოდ, არც სჯერათ, ამათ სჯერათ უფრო სამხარაულის ექიმების დასკვნის და არ სჯერათ კალიფორნიის ექიმების, გერმანიის ექიმების“, - განაცხადა გიული ალასანია.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება