„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სამგორის რაიონში, მოქალაქის კუთვნილი წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის დაცლა, რის გამოც 31 მარტს, 17:30 საათიდან, 1 აპრილის დილის 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

„სამგორის რაიონი - ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის, წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, წულუკიძის, კაკლიანის, ბერიაშვილის, აეროდრომის 1-2 და 8-10 ქუჩას, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, რამიშვილი N38, სამგორის დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს