დმიტრო კულება - წელიწადს ვერ გეტყვით, როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ ეს გაცილებით სწრაფად მოხდება, ვიდრე ბევრი ელის

ზუსტ წელიწადს ვერ გეტყვით, როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს გაცილებით უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ბევრი ელის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Chatham House-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა და ევროკავშირი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკვე 2023 წელს დაიწყებენ.

“ჩვენი მიზანია - გავხსნათ წევრობაზე მოლაპარაკებები 2023 წელს. წელიწადს ვერ გეტყვით, როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს მოხდება და გაცილებით უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ბევრი ელის. და მესამე - ეს მოხდება თუ ევროკავშირი რამე ხელოვნურ ან ახალ პირობებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს არ მოიფიქრებს, რათა შეანელოს ეს პროცესი”, - განაცხადა კულებამ.

მინისტრის თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ საშინაო დავალების შესრულება გაცილებით სწრაფად შეუძლია, ვიდრე ვინმე ელოდა.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი 20 წელი იძახდა, რომ უკრაინას რეფორმები სჭირდება კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

“ახლა გვესმის, რომ ევროკავშირმა საკუთარი თავის რეფორმირება უნდა განახორციელოს, რათა უკრაინა გახდეს წევრი”, - განაცხადა კულებამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის