პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნაა გაათავისუფლონ ლაზარე გრიგორიადისი და შეწყვიტონ 7-8 მარტის აქციის მონაწილეების დევნა.

"ჩვენი თანამებრძოლი დაიჭირეს, რომელიც 7-8 მარტის აქციებზე ჩვენთან ერთად იბრძოდა და ერთად ვიცავდით ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ჩვენმა ავტოკრატიულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ დაეჭირა და შესაბამისად, ჩვენ გამოვედით მის დასაცავად. ჩვენი მომავალი საფრთხის ქვეშაა.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლაზარეს და ჩვენი მოთხოვნაა, გაათავისუფლონ და შეწყვიტონ ხალხის დევნა", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ბესარიონ ჯღარკავამ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება