ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებულ საგარეო პოლიტიკაში ოკუპირებულ აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზეა საუბარი

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა, ეხება მოსკოვის თანამშრომლობას ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან.

საქართველო დოკუმენტში არ არის ნახსენები, მაგრამ ნათქვამია, რომ მოსკოვი აპირებს შეინარჩუნოს ურთიერთობა ქვეყნებთან, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის მიმართ კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებენ“.

„რუსეთი აპირებს ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარებას, ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების, დსთ-ს წევრი ქვეყნების განვითარებას, რომლებიც ინარჩუნებენ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს რუსეთთან, ასევე განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ახორციელებენ კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთი ასევე აპირებს პრიორიტეტულად მიიჩნიოს „აფხაზეთის რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ამ სახელმწიფოების ხალხების ნებაყოფლობითი არჩევანის ხელშეწყობა რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ“.

კონცეფციაში მოსკოვი მიუთითებს, რომ ის უზრუნველყოფს სტაბილურობას ახლო საზღვარგარეთ, მათ შორის „ფერადი რევოლუციების შთაგონების“ მცდელობების ჩახშობის გზით.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში