დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო სამშაბათს გაიმართება, ის ხელბორკილების გარეშე იქნება. ამის შესახებ ტელეარხ ABC-ის ეთერში ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯო ტაკოპინამ განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი პირადად ჩავა ნიუ-იორკში, სადაც სამშაბათს, 4 აპრილს, მას საგადასახადო ანგარიშგების გაყალბებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებებს წარუდგენენ.
“პრეზიდენტს ხელბორკილებს არ დაადებენ. რაც შეეხება დაკავების ფოტოს და საჯაროდ გაატარებენ თუ არა მას როგორც დამნაშავეს, მაშინ, როგორც უკვე ვთქვი, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [ბრალდების მხარე] ეცდებიან ისე გააკეთონ, რომ ამისგან სიამოვნება მიიღონ, სააღლუმოდ გაატარონ”, - განაცხადა ტაკოპინამ.
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის დაცვის მხარესთვის და პირადად მისთვის ბრალდებები მოულოდნელი აღმოჩნდა, რაც აშშ-ის “ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა”.