"რადიო თავისუფლება" - ევროკომისია მიდრეკილია გადაწყვეტილებისკენ, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება

ევროკომისია მიდრეკილია გადაწყვეტილებისკენ, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიუსელში "რადიო თავისუფლებას“ წყაროებმა განუცხადეს.

რადიოს ინფორმაციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მიიღება იმ შემთხვევაში, თუ თბილისი უახლოეს თვეებში არ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას დააშორებს ევროკავშირს.

მისივე ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების შესახებ რეგულარულ მოხსენებებს გამოაქვეყნებს, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ამრიგად, ევროინტეგრაციის პროცესში თბილისი კვლავ ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ორი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი.

პირველი - საკმაოდ დიდი დრო რჩება ოქტომბერში მოხსენებების გამოქვეყნებამდე. გარდა ამისა, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაციაც რომ გაუწიოს თბილისისთვის სტატუსის მინიჭებას, საბოლოო გადაწყვეტილება ასოციაციის 27 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს - სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში.

იოზვიაკი ამბობს, რომ ბრიუსელის სიჩქარე, სხვა საკითხებთან ერთად, იმითაც არის განპირობებული, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წელს იმართება.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ოქტომბერში გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, ხოლო მაისში ბრიუსელი თბილისს წარუდგენს შუალედურ შეფასებას, მაგრამ ზეპირად და დახურულ ფორმატში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება