სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი რუსეთს მოუწოდებს, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები დააბრუნოს. ამის შესახებ მან ბუჩაში United for Justice საერთაშორისო კონფერენციაზე ონლაინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას მოგვაწოდოს რამენაირი ინფორმაცია… თუ ეს ბავშვებისთვის კეთდება… მაშინ, იქნებ, კეთილი ინებოთ ბავშვები უკრაინაში დააბრუნოთ… რაც შეიძლება სწრაფად. პირდაპირ უკრაინაში ან მესამე ქვეყნის გავლით, მაგრამ მიეცით ბავშვებს სახლში დაბრუნების საშუალება”, - განაცხადა ხანმა.
მისი თქმით, ამისთვის ბავშვთა უფლებების კონვენცია ან სხვა იურიდიული მექანიზმები შეიძლება იქნას გამოყენებული, “რათა ბავშვთა უფლებები მართლა იყოს დაცული.”
ხანმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიება უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისთან სრულ თანამშრომლობაში გაგრძელდება.
“სრული თავდადებით, პატიოსნებით და სრული დამოუკიდებლობით გავაგრძელებთ, რათა სიმართლე მივიღოთ”, - განაცხადა პროკურორმა.