ანა დოლიძე - ეროვნულ ბანკს მეტი დამორჩილება არ სჭირდება - სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიჩინოს, მედეგობა და არ წარადგინოს ლაშა ხუციშვილი სებ-ის პრეზიდენტად

სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიჩინოს, მედეგობა და არ წარადგინოს ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად , - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ინსტიტუტს „მეტი დამორჩილება არ სჭირდება“.

როგორც დოლიძემ განაცხადა, სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს თუ რამდენად „მაგრად დადგება“ სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ ბანკთან მიმართებაში.

„პრეზიდენტის გამოსვლას ორ ნაწილად შევხედავ. პირველს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, რომლის გზავნილი ჩვენ სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე დღეს სჭირდება. ჩვენ სახელმწიფოს არ ჰყავს დამარწმუნებელი ხმა, რომელიც ევროკავშირს ეტყვის, რომ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნის და უნდა მოგვცენ. ეს ხმა ჩვენ გვჭირდება და ამ ხმას სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს.

რამდენიმე რამეს გავუსვამდი ხაზს: პირველ რიგში, ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რამდენად მაგრად დადგება და რამდენად გაატარებს ისევ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას, მაგალითად ეროვნულ ბანკთან მიმართებაში", განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი სიტყვა და საქმე შესაბამისობაში მოდის, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას მხარი უნდა დაუჭიროს თუ არა, დოლიძე პასუხობს, რომ ლაშა ხუციშვილი არის „ქართუს“ ოჯახის წევრი, ამიტომ ის ვერ იქნება დამოუკიდებელი.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ოლიგარქიული მმართველობა დამთავრდეს, საჭიროა „დექართუზაცია“.

„ლაშა ხუციშვილის მამა, ნუგზარ ხუციშვილი არის „ქართუს“ ერთ-ერთი ბურჯი, ბიძინა ივანიშვილის ერთგული პირი. ლაშა ხუციშვილი დამოუკიდებელი ვერ იქნება. ერთადერთი საშუალება, რომ ოლიგარქიული მმართველობა დამთავრდეს, ეს არის დექართუზაცია. ხელისუფლება, რომ შეიცვლება „ქართუს“ ხალხი ჩაიხსნება.

ბიძინა ივანიშვილი მმართავს მისი სანდო პირების, „ქართუელების“ და სხვა ბიზნესებში გამოცდილი ხალხის მეშვეობით. ერთ-ერთი პროდუქტი არის ლაშა ხუციშვილი. ეროვნულ ბანკს მეტი დამორჩილება არ სჭირდება. სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიჩინოს, მედეგობა და არ წარადგინოს და არ დანიშნოს ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად“, - განაცხადა დოლიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა