კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის – ECO.Georgia-ს დირექტორი ლუტც იარჩინსკი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ.

„საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა. ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ბრიკეტების წარმოების განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, პროექტის ECO.Georgia-ს დირექტორის, ლუტც იარჩინსკის განცხადებით, ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგოეფექტური ღუმელები.

„პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia“-ს ფარგლებში.

პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა