შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში შეხვედრები გრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 11 სხვადასხვა სკოლაში, ჯამში 700 - მდე უფროსკლასელთან გამართეს.

„საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია სკოლის მოსწავლეებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე, არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე ესაუბრნენ და სხვადასხვა საგზაო ნიშნის დანიშნულება განუმარტეს. მართლწესრიგის ოფიცრებმა კი მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებების - ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, „ქურდული“ მენტალიტეტის და ნარკოდანაშაულის შესახებ.

შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს, შემდეგ კი მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში შეხვედრები გრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 11 სხვადასხვა სკოლაში, ჯამში 700 - მდე უფროსკლასელთან გამართეს.

„საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია სკოლის მოსწავლეებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე, არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე ესაუბრნენ და სხვადასხვა საგზაო ნიშნის დანიშნულება განუმარტეს. მართლწესრიგის ოფიცრებმა კი მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებების - ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, „ქურდული“ მენტალიტეტის და ნარკოდანაშაულის შესახებ.

შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს, შემდეგ კი მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია