სვანეთში სამთო-სამაშველო სწავლების მეორე ეტაპი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების გადამზადების მეორე ეტაპი სვანეთის რეგიონში ჩაუტარდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის INFORMACIIt, სამთო-სამაშველო წვრთნები პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„მეხანძრე-მაშველებმა ერთი კვირის განმავლობაში, მაღალ მთაში, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სამაშველო კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამაშველო ოპერაციების საკითხებზე ბორჯომსა და ყაზბეგშიც გადაამზადებენ.

პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, პოლონელმა ინსტრუქტორებმა პირველ ეტაპზე 28 მეხანძრე-მაშველი უკვე გადაამზადეს. სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობას გადასცემენ. პროექტი სამწლიანია და მიზნად საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში