საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საირმეში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სამეგრელოს, სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდა.
„შეხვედრაზე დანიშნულების მართვის 5 ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები განიხილეს. ისინი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს რეგიონების ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები რეგიონებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით ჩამოყალიბდა და რეგიონებში ტურისტული პროდუქტების შექმნასა და პოპულარიზაციას უწყობენ ხელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.