უკრაინა პოლონეთისგან სიემიანოვიცე - სლიონსკეში წარმოებულ Rosomaks-ის ტიპის 100 ერთეულ ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს შეიძენს.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი „ტვიტერზე“ წერს.
"უკრაინის არმია ჩვენგან შეიძენს 100 Rosomaks, რომლებიც წარმოებულია სიემიანოვიცე - სლიონსკეში. Rosomaks საუკეთესო საბრძოლო გადამზიდავია", - წერს მორავიეცკი.
მისი ინფორმაციით, შეძენა ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით განხორციელდება.