ჯანდაცვის სამინისტრო - ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ იმყოფება.

ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის ტენდერები არ ჩატარებულა. საზოგადოების ინფორმირებისათვის განვმარტავთ, რომ ინსულინის მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და მარაგი სისტემატურად ივსება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობა.

შესაბამისი დადგენილება (2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N609) სამი თვის მარაგების გაცემას არ ითვალისწინებს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ინსულინის მედიკამენტები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე: თბილისი - შპს ,,მედფარმა პლუსი"დიმიტრი უზნაძის ქ. N76 ; ორდე დგებუაძის ქ. N1. აჭარა - შპს "ბლექსი ფარმა" ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N165. გურია - შპს ,,პანაცეა"ქ.ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. N2. იმერეთი - შპს ,,ფარმასპექტრი" ქ. საჩხერე, მაჭავარიანის ქ. N20; შპს ,,ფარმაცია"ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. N61ა; შპს ,,N4 აფთიაქი"; ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N14; ი/მ ,,რუსუდანი კაციტაძე'' ტყიბული, კ. გამსახურდიას ქ.N38; შპს „ფირმა ფარმაცია“ ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. N21ა; შიდა ქართლი - ი.მ. ,,დავით გელაშვილი" ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. N206; კახეთი - შპს ,,იმედი-თელავი"ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი N41; მცხეთა-მთიანეთი - შპს „ჯეო ფარმა“ მცხეთა, მერაბ კოსტავას 17ბ; რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი შპს ,,ამბროლაურის აფთიაქი"; ამბროლაური, კოსტავას ქ. N14; სამეგრელო-ზემო სვანეთი - შპს ,,ზუგდიდის ფარმაცია''ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქ. N18; შპს ,,ალბინა'' ქ. ფოთი, კოსტავას ქუჩა N22; ი.მ. ,,ნათელა ჯაფარიძე" მესტია, სეტის მოედანი N17; სამცხე-ჯავახეთი - ი/მ „ლია გორელიშვილი“ ქ. ახალციხე, რუსთაველიქ ს. N97; შპს ,,ფარმამელინე" ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. N54; ი/მ ,,ნორაირ მერაბიან'' ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. N19; ქვემო ქართლი - შპს ,,ფარმავიტა'' ქ. რუსთავი, წერეთლის ქ. N9ა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა