ლაზარე გრიგორიადისის მამა - ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება - ზუსტად ვიზუალის გამო არის დაჭერილი

ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბექა გრიგორიადისი აცხადებს, მისი შვილი არცერთი პარტიის წევრი არ არის.

„რა თქმა უნდა, თავისუფლებას მოვითხოვ. ორი დღეა ცუდად ვარ, მაგრამ გავმაგრდები. ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი. ჩემ შვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია, უბრალოდ, კაცურად ვარიგებდი როგორ შეიძლება იაროს საქართველოში. ძალადობდა თუ არა ის პოლიციელზე, ჯერ არ ვიცით, ალბათ, დაგვიმტკიცებენ. ჩემი შვილი არცერთ პარტიაში არ იყო. როცა ნახავდა ტელევიზიით, რომ რობოკოპები ემზადებიან ხალხის დასარბევად, იცვამდა და მოდიოდა, ხალხის გვერდით დგებოდა. იქ არ იყო მისული ვიღაცის დაძახებით, ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან და დადგა რუსთაველზე“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ და მის პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებენ. აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენებენ ფილმებს - „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული“ ოცნება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა