რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია ოთხი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, გარდაცვლილია 1 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 4 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებენ.

ერმაკის ცნობით, 1-ელ აპრილს ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ხერსონში კერძო სახლი დაზიანდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი, რომელიც გარეთ იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსებმა სოფელი კაზაცკოე დაბომბეს, იქაც კერძო სახლი დაზიანდა.

მოგვიანებით ხერსონის საოლქო ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კაზაცკოეს დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, დაბომბვა გრძელდება და დაშავებულთა საბოლოო რიცხვი ზუსტდება.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება