გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი, მას დანიილი ერქვა. ავდეევკადან, დონბასში. მშობლები დაჭრილები არიან. რუსული არტილერია… და ამავდროულად რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. რთული რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია და არ იქნება ისეთი მიზეზი, რომელიც გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას შეაჩერებს.
„ტერორისტები უნდა აგებდნენ, ტერორისთვის პასუხს უნდა აგებდნენ და არა თავმჯდომარეობდნენ, სადაც მოესურვებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.