პრემიერი - სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები - ამასთან, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში

სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები და გაზარდოს წვდომა იმ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, ვისაც სწორედ სახელმწიფოსგან სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში, რაც ბოლო დროს სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

"დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები და გაზარდოს წვდომა იმ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, ვისაც სწორედ სახელმწიფოსგან სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში, რაც ბოლო დროს სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის, განათლებისა თუ დასაქმების უფლებების დაცვაზე და ერთად შევქმნათ ყველასათვის უკეთესი გარემო", - აღნიშნავა პრემიერი.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის