„ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი -  თავს დამნაშავედ არ ცნობს, გამორიცხავს, რომ ითამაშა, ამბობს, რომ ისვენებდა და განტვირთვა უნდოდა - რა კადრებიც გავრცელდა, ინსტინქტია თავი გადაერჩინა

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, პაატა გოგოლაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი იმიტომ, რომ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ ვადა. შევხდი და ვესაუბრე. თავს დამნაშავედ არ ცნობს იმ საქმესთან მიმართებით, რის გამოც დააკავეს, ეს არის მისი ცალსახა პოზიცია“,-განაცხადა ადვოკატმა.

როგორც პაატა გოგოლაძე განმარტავს, დაკავებული ასევე უარყოფს იმ ინფორმაციას, თითქოს დაკავებული სამორინე „ამბასადორს“ სტუმრობდა და თანხა წააგო.

„გამორიცხულია. ის ცალსახად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სადღაც ითამაშა. ამბობს, ელემენტარულად ვისვენებდი და განტვირთვა მინდოდაო. რა კადრებიც გავრცელდა, ეს არის ადამიანის ინსტინქტი, რომ თავი გადაერჩინა. როდესაც აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ყველას გადარჩენისთვის, რატომ უნდა შეეცადა მაშინ, რომ აივნიდან თავი დაეცვა?!“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება