გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი 61 კილოა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წონა 61 კილოს შეადგენს.

მისი თქმით, სააკაშვილი „ძალიან სუსტად“ არის.

„ერთადერთი რაც, ვიცი, გუშინ აწონეს და მისი წონა 61 კილოა. არის ძალიან სუსტად, რადგან ადამიანი 24 საათი არ დგება, ფაქტობრივად, არ მოძრაობს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთ ადგილზე ვერ დააბამდი, ახლა ასეთ მდგომარეობაშია - არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და მსახიობობამ“, - განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი შევა.

„კარგია, რომ შედიან. ალბათ, იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ადრეც შედიოდნენ. ვიცი, რომ არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. მჯერა, რომ ობიექტურები არიან. კარგია, რომ შევლენ და დასკვნას დაწერენ“, - განაცხადა ალასანიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის