მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებების რედაქტორები რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაპატიმრებას გმობენ

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მედიასაშუალების სამ ათეულზე მეტმა რედაქტორმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაპატიმრებას გმობს.

“გერშკოვიჩის დაუსაბუთებელი და უსამართლო დაპატიმრება მნიშვნელოვანი ესკალაციაა თქვენი მთავრობის მიერ პრესის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში. რუსეთი აგზავნის გზავნილს, რომ თქვენს საზღვრებში ჟურნალისტიკა კრიმინალიზებულია და უცხოელ კორესპონდენტებს, რომლებიც რუსეთიდან ახალი ამბების მომზადებას ცდილობენ, არ აქვთ კანონის უზენაესობის უპირატესობები”, - აღნიშნულია რედაქტორების წერილში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი დააკავა. “ეფესბეს” თქმით, დაკავებული ჟურნალისტი შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. The Wall Street Journal-მა კატეგორიულად უარყო ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. რეპორტიორის დაპატიმრება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თეთრმა სახლმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება