ვარკეთილში 200-მდე ძირი კვიპაროსის  ხე დაირგო

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძის ინიციატივით დაწყებული კამპანია „გაამწვანე სამგორი“ გრძელდება. ამჯერად გამწვანების აქცია სააქციო საზოგადოება „ნიკორას” მხარდაჭერით და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანადგომით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ის I მიკრორაიონში საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მდებარე ე.წ. სკეიდპარკის 2 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი კვიპაროსის ხე დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა რევაზ სოხაძესთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა მიიღეს.

კამპანია „გაამწვანე სამგორის“ ფარგლებში ამ დროისთვის ასი ათასზე მეტი ხე-მცენარეა დარგული.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა