ფინეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი დღეს, ადგილობრივი დროით, დილის 9:00 საათზე დაიწყო.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვით, რომლის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2 პროცენტია, „ნაციონალური კოალიციის პარტიამ“ 19,8% მიიღო, ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურმა „ფინელების პარტიამ“ - 19,5%, ხოლო ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის სანა მარინის პარტიამ „სოციალ-დემოკრატები“ - 18,7%.