თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

თბილისში, უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს.

სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ დაიწყო და დედაენის ბაღში დასრულდება.

როგორც ქალთა სოლიდარობის მარშის წევრები აღნიშნავენ, გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება.

მარშის მონაწილეები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს საჯაროდ გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობას.

"გვინდა ყველა ძალაუფლების მქონე პირი, პოლიტიკოსი საჯაროდ გაემიჯნოს ქალთა მიმართ ძალადობას და შევიწროებას. დაიწყოს გამოძიება ყველა იმ შემთხვევაზე, რაც ხმაურდება. მოვითხოვთ, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა დასრულდეს, მსგავსი შემთხვევები გამოძიებული იყოს. ასევე, გადაიდგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალები დაცულად გრძნობდნენ ამ ქვეყანაში თავს",- აღნიშნავს მოძრაობა "მწვანეების" წევრი თამარ ჯაყელი.

მსვლელობის დაწყებამდე ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, ქალების მდგომარეობა, უფლებების დაცვა პრიორიტეტულია.

"სოლიდარობას ვუცხადებ ამ აქციის შინაარსს, რომ დაუშვებელია ქალების მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა. სოლიდარული ვარ, ყველა იმ ქალის მიმართ, ვინც განიცდის ძალადობას. ქალების მდგომარეობა, უფლებების დაცვა პრიორიტეტულია, ამიტომ ვარ აქ", - აღნიშნავს იოსელიანი.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება