ახლა მთავარია გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთიანობას, ვიზრუნოთ ჩვენს დამცველებზე, დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს - დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! დიდება უკრაინას! , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის მიმართვაში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა მეომრებს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა წერტილში იბრძვიან.
"მადლობელი ვარ ჩვენი მეომრების, რომლებიც იბრძვიან ავდიივკასთან, მარინკასთან, ბახმუტთან... განსაკუთრებით ბახმუტთან! დღეს იქ განსაკუთრებით ცხელი წერტილია. ბილოჰორივკასთან, კრემინასთან და დონბასის ყველა ჩვენს სხვა ქალაქთან და სოფელთან.და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 77-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადა, 67-ე და 92-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადები, ჩვენი მედესანტეები. მე-5 ბრიგადა... მადლობა ბიჭებო! 35-ე და 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები, 55-ე ბრიგადის მსროლელები, 406-ე საარტილერიო ბრიგადის 64-ე და 66-ე დივიზიები... მადლობა მეომრებო!
მადლობა ყველას, ვინც იცავს ზაპოროჟიეს, ხერსონის რეგიონს, დნეპროპეტროვსკის ოლქისა და ხარკოვის, სუმის რეგიონისა და ჩერნიგოვის რეგიონის მიმართულებებს... ყველას, ვინც იცავს ჩვენს საზღვარს.
რა თქმა უნდა, მინდა ცალკე მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვრთნის ჩვენს მეომრებს, რადგან წარმატებული საბრძოლო შედეგი სწორედ მძლავრ წვრთნას ეფუძნება", - აღნიშნა ზელენკსიმ.