უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 610 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 175 160-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 619 ტანკს, 6 993 ჯავშანმანქანას, 2 694 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 306 საბრძოლო თვითმფრინავს და 291 ვერტმფრენს, 5 553 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 262 უპილოტო საფრენ აპარატს, 298 ერთეულ სპეცტექნიკას, 911 ფრთოსან რაკეტას.