სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

სანკტ-პეტერბურგის კაფეში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ათის მდგომარეობა მძიმეა.

სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქება გუშინ, ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა. აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ტატარსკის, სავარაუდოდ, გადასცეს სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი სანკტ-პეტერბურგის მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა