„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი გაიმართება

მცირე და საშუალო ბიზნესის ინიციატივების მხარდასაჭერად, „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთან ერთად, 4 აპრილს, ქუთაისში მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, თემა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეძღვნება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მოხსენებით „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ.

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა ჯერ კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ქუთაისში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნოთ თუ რა შესაძლებლობები აქვთ ბიზნესის განვითარებისთვის. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. მაგალითისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული ბუღალტერია, როგორ დაეხმარება ის მათ და როგორ წარმართონ კიდევ უფრო მარტივად საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

„ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ესენი არიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), სოფლის განვითარების სააგენტოს და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებენ.

ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის