ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით სხვა ადგილებზე გაჩერდება

ზურაბ ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების ადგილმდებარეობა დროებით შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების განმარტებით, პეკინის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი პეკინის გამზირისა და კანდელაკის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ჟიული შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიმონ კანდელაკის ქუჩა N5-თან, ჟვანიას მოედნის გადაკვეთამდე გაჩერდება. რაც შეეხება იური გაგარინის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათთვის გაჩერების ადგილი უცვლელი რჩება.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება