სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშშიც არის საუბარი.

„ამ ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა არის გაუარესებული. ასე იწყება ანგარიში და მთელი რიგი თავების მიხედვით ჩაშლილია უკვე, თუ რა მიმართულებით გვაქვს გაუარესება და რა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ მთლიანობაში შეფასება არის ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვით საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია",-განაცხადა იოსელიანმა.

ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილია 2022 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში